ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა
ტრაგედია ხონში - არსებული ინფორმაციით, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. ფაქტი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მოხდა.
ირკვევა, რომ მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
ყოფილი სიდედრი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული. ქალს გადაუდებელი ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცოლზე ძალადობის გამო წარსულში უკვე გასამართლებული იყო და თავისუფლებაზე, პირობითი მსჯავრით გამოუშვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.