შშმ ბავშვების მშობლების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - დაიხევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო უკან?

16.03.24 12:18
შშმ ბავშვების მშობლების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - დაიხევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო უკან?

დაიხევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო უკან? - ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირთა მშობლების აქცია მიმდინარეობს. შშმ ბავშვების დედები რეაბილიტაციის პროცესში თერაპიების დამატებას ითხოვენ. მოთხოვნათა ნუსხაშია ასევე ოპერაციების სრული დაფინანსება. 

საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯანდაცვის მინისტრი,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების დედებს შეხვდა და მათ დაპირებაც მისცა, თუმცა მშობლები გადაწყვეტილების მიღებამდე აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ.

"შედგა შეხვედრა მინისტთან. ის დაგვპირდა, რომ ძველი პროგრამის დაბრუნების შესახებ საკითხს მთავრობის სხდომაზე გაიტანს, ველდოებით, რა იქნება მთავრობის სხდომაზე. ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო მორგებული გახდებოდა ბავშვების საჭიროებებზე, ამის ნაცვლად კი ჩვენ გაგვიხდა ეს პროგრამა სახვეწნი  და სამუდარო, რომ დაგვიბრუნონ", - ამბობს მშობელი.

დადგენილია, რომ მთავრობამ 2024 წლის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებით კი მოზარდებისთვის საჭირო სეანსების რაოდენობა 16 -მდეა შემცირებული.

მსგავსი სიახლეები