18-მეტრიანი ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ

16.03.24 13:49
18-მეტრიანი ახალი ავტობუსები  N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ

18-მეტრიანი ახალი ავტობუსები  N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ - 162 მგზავრზე გათვლილი უახლესი ავტობუსები შშმ პირებისთვისაც არის ადაპტირებული.

ტრანსპორტი აღჭურვილია ეტლის სამაგრებით და გადმოსაშლელი პანდუსებით, ასევე ხმოვანი საინფორმაციო მართვის სისტემებით.

ცნობისთვის, დედაქალაქს ორმოცდაათი 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი იტყობინება, რომ წლის ბოლომდე, დამატებით 110 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

მსგავსი სიახლეები