სისტემას პატიმარი საკანში მოუკვდა - ციხის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები "მელაძის შაბათში" (ანონსი)
სისტემას პატიმარი საკანში მოუკვდა - გლდანის ციხის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ნახავთ ექსკლუზიურად დღეს, 8 საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში".
პატიმარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცუდად იყო, არ დაუჯერეს, კლინიკაში არ გადაიყვანეს და საკანში გაარდაიცვალა.
ციხის თანამშრომლები პატიმრის მძიმე მდგომარეობას ყოველდღე უყურებდნენ, კამერების ჩანაწერები არ შეიმჩნიეს და რეაგირება არ მოახდინეს.
მოსამართლემ, რომელსაც წინ ედო ფსიქიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცის ისტორია, რომელსაც დედის გარეშე ჭამაც კი არ შეეძლო, მოწმეებზე ზზემოქმედების ჰიპოთეტური საფრთხის გამო, ის მაინც წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ჩაწერა ინტერვიუ გარდაცვლილი პატიმრის დედასთან და დღეს, 8 საათზე, "ტვ პირველის" მაყურებელი, "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავს და მოისმენს შემზარავი ამბის დეტალებს.