ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები განსასჯელის სკამზე - გავიდა თუ არა სუს-ი საქმის მთავარ ფიგურანტზე
ყალბი ფულის შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულები განსასჯელის სკამზე - უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბრალს არ აღირებენ. ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეეები, რომლებმაც, გამოძიება 10 ათასამდე ყალბი დოლარის გასაღებას ედავება, დუმილის უფლებას იყენებენ. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულ მამაკაცებს თანამზრახველიც ჰყავდათ.
ირკვევა, რომ ყალბის ფულის დამამზადებელ საქმის მთავარ ფიგურანტზე სუს-ის ჯერ არ გასულა, თუმცა გუშინ უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა წრე შეიძლება გაფართოვდეს.
ბრალდების მოთხოვნა გახლავთ პატიმრობა, დაცვას ექნება შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ გირაო იქნას შეფარდებული. დუმილის უფლებას დაკავებული. აღაირებს ბრალს თუ სხვა პოზიცია აქვს ამას ვერ მოგახსენებთ. მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს გამოძიება და ყალბი ფული ვისგან შეიძინა და ფაქტობრივ გარემოებებს ვერ გეტყვით. ყალბის ფულის დამამზადებელი დაკავებული არ არის", - ამბობს ადვოკატი.
როგორც სუს-ი ამბობს, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.
საქმეზე გამოძიება 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.