"ვითხოვთ მშენებლობის დროულად დასრულებას" - მშენებარე კომპანიას ხალხი უნდობლობას უცხადებს
აქცია გლდანში - ხალხი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიისგან არიან დაზარალებულნი. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გლდანში, მშენებლებისგან ბინები იყიდეს, რომლის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, აღმოჩინეს რომ სახლები არ არსებობს.
ათობით მოქალაქეს ცოტა ხნის წინ მშენებელი კომპანია "სექტორის" წარმომადგენელსაც შეხვდა. ხალხი ითხოვს კითხვაზე პასუხს - როდის გადაეცემათ დასრულებული სახლები პირად საკუთრებაში. მოქალაქეები სავარაუდო თაღლითურ სქემაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ისინი ამბობენ, რომ კომპანიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, "სექტორს" აქვს შეჩერებული მშენებლობა ასევე საბურთალოზე, გოთუას ქუჩაზე, ამიტომ, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.
ვითხოვთ, მერიის დახმარებას კორპუსის მშენებლობის გაგრძელებასა და დამთავრებაზე, იმიტომ, რომ კომპანიას არ ვენდობით. რაც დოკუმენტებში აღმოვაჩინეთ, მაცხოვრებლებს არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. დაზარალებულები ვართ", - ამბობს მობინადრე.
კომპანიის წარმომადგენელი კი ხალხის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორპუსების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
იყო გაჩერებული მშენებლობა, ვიყიდე პრობლემური კორპუსი, მერე გავაგრძელე მშენებლობა, 2 წელია ვაშენებ, მე-11 სართულამდე ვართ ასულები, დაგვრჩა კიდევ ორი სართული. ერთადერთია ეს ქალბატონი, ვისაც პრობლემა აქვს.