2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან - თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

16.03.24 17:11
2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან - თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ორი წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან - ზუსტად ამ დღეს რუსეთის არმიამ უკრაინული ქალაქის ის თეატრი დაბომბა, სადაც რუსულ ჭურვებს თავს ბავშვები აფარებდნენ.

დღეს თბილისში მცხოვრები უკრაინელები სიმბოლურად ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეკრებილების მთავარ მიზანს რუსეთის სისხლიანი რეჟიმის წარმოჩენა და ფედერაციის აგრესორად გამოცხადება წარმოადგენდა.

2 წელია რაც მარიუპოლის თეატრი იყო დაბომბილი რუსეთის რაკეტების, რუსეთის ფედერაციის მიერ და დღეს გვინდა იმ ბავშვების პატივსაცემად ეს დღე აღვნიშნოთ, რათა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომ ის კლავს ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს და რუსეთი არის აგრესორი", - ამბობს აქციის მონაწილე.

სამხედრო აგრესიის ყველაზე სასტიკი გამოვლინების გამო, უკრაინას გამოძიება ომის დანაშაულის ფაქტზე აქვს დაწყებული. ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსების ამ ერთი თავდასხმის გამო. 

მსგავსი სიახლეები