როგორი კრიმინალური ვითარებაა მექსიკაში - "პირველების" ინტერვიუ მექსიკის მოქალაქესთან
მექსიკიდან გატაცებული ქართელები - "პირველები" მექსიკის მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ქვეყანაშ არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებზე საუბრობს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ამბობს, რომ საჭიროა გაირკვე, რომელმა ნარკოკარტელმა გაიტაცა საქართველოს მოქალაქეები, რათა საფრთხის დონე შეფასდეს. მისი თქმით, მექსიკის საზღვარზე, რომლის სიგრძეც 2 ათასი ლმ-ია, გატაცებულები პოვნა რთულია.
ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე ინფორმაცია დატყვევებულ ქართველებთან დაკავშირებით. ყველა რეგიონში, რომელიც ამერიკის საზღვარზეა, არის კრიმინალის განსხვავებული დინამიკა. ახლა უნდა გაირკვეს, რომელმა კარტელმა აიყვანა ისინი მძევლად, რადგან საფრთხის დონე შეფასდეს. ვიმედოვნებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, საზღვარი ამერიკასთან დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის სიგრძისაა, ამიტომ მასშტაბებიდან გამომდინარე რთულია მათი პოვნა. მექსიკაში კრიმინალური მდგომარეობა ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, თავად პრეზიდენტიც კი გარიგებულია ნარკოკარტელებთან. არ ვიცი როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე გაათავისუფლებენ, - ამბობს მექსიკის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ არალეგალური გზით ამერიკისკენ მიმავალ 120-მდე ხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მექსიკის საზღვირდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა. გატაცებულთა შორის საქართველოს 30 მოქალაქეა. ნარკოკარტელები მათ სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ. თანხის ნაწილი, 45 ათასი დოლარი უკვე გადახდილია. "პირველების" ინფორმაციით, თანხის დარჩენილ ნაწილს დღეს გადაიხდიან, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს 4 დღიანი ტყვეობიდან გაათავისუფლებენ.