"მშვენივრად არიან" - მექსიკიდან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები უარყოფენ
მაქსიკიდან გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს საფრთხე აღარ ემუქრებათ. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარზე რამენიმე დღით დააყოვნეს, კონკრეტულ შენობაში გადაიყვანეს, რომ გარეთ ლოდინი არ მოსწეოდათ.
ნათესავები ამბობენ, რომ ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, ოჯახის წევრები თქმით, არანაირი თანხა მოთხოვნილი არ ყოფილა და აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა.
არც დატყვევებულები იყვნენ, არც მძევლები იყვნენ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. დროებით იყო შეჩერებული უბრალოდ რაღაც მონაკვეთში და ეს იყო. ეს ინფორმაცია მე არ ვიცი ვინ მოგაწოდათ, რა მიზანი ჰქონდა იმ ადამიანს ნამდვილად არ ვიცი, - ამბობს ოჯახის წევრი.
ამასვე ადასტურებს კიდევ ერთი ქართელის ოჯახის წევრი.
მშვენივრად გრძნობს თავს, გუშინაც მელაპარაკა, არაფერი იქ არ ხდება საერთოდ, ჩვეულებრივად არიან, გარკვეული დღეები უნდა "დააპატიმრონ" ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ია არის რიგები და ქუჩაში რომ არ იყვნენ 45 გრადუს სიცხეში, არიან კონდიციონერიან შენობაში, სადაც უნდა მოიცადონ, - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებშ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არალეგალური გზით ამერიკისკენ მიმავალ 120-მდე ხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მექსიკის საზღვირდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა. ასევ ევრცლდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელები მათ სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ.