მოსკოვი, მარსელი, თბილისი - მსოფლიო მასშტაბით რუსი დიქტატორის წინააღმდეგ აქციები იმართება
„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების აქციას თბილისიც შეუერთდა. რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგები რუსთაველზე პირველ გიმნაზიასთან შეიკრიბებენ. მოქალაქეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარატნტები "კმარა ტყუილები, კმარა ომი და კმარა მკვლელებები". საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ბოლო, მესამე დღეს ხალხი პუტინს კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ არ სურთ მისი მმართველობა.
ამ წუთებში რუსეთის მოქალაქეები პუტინის საწინააღმდეგო აქციებს მსოფლიოს სხვა დასხვა ქვეყანაში მართავენ. აქცია-პერფორმანსები იმართება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშიც, მათ შპრის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც.
აქციები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაგეგმეს, რომელიც სათავეში ალექსეი ნავალნიდან იღებს. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში რუსმა პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწდა, არჩევნების დღეს პუტინის რეჟიმი გაეპროტესტებინათ.
ჩვენ წინააღმდეგი ვართ პუტინის პოლიტიკის. ეს არჩევნები, რომელიც ახლა რუსეტში მიმდინარეობს, ფალსიფიცირებულია. რუსეთში ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ თავს იკავებენ და ვერ გამოდიან აქციებზე, ხოლო რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მათ შორის საქართველოში, მათ სათქმელს აქ გამოვხატავთ, - ამბობს მომიტინგე.