აქცია ელიავას ბაზრობის მიმდებარედ - მოსახლეობა ადგილზე სკვერის შენარჩუნებას ითხოვს
ელიავას ბაზრობასთან დღეს აქცია იყო. მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მდებარე სკვერის შენარჩუნებას ითხოვს. ირკვევა, რომ პარკი ახლა კერძო მესაკუთრის ხელშია, ხალხს კი სურს, მერიამ ის საკუთარ ბალანსზე აიყვანოს. ეს ადგილობრივებისთვის იქნება იმის გარანტია, რომ სკვერი ბიზნესობიექტად არ იქცევა.
დღევანდელი შეკრების მიზანი არის ამ სივრცის დაბრუნება. ნელ-ნელა შემოდიან, ამას მწვანე ზონა, რეკრეაციული ზონა ადევს და ნელ-ნელა საპარკინგზე სივრცედ არის გაკეთებული. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაა, მანქანები აყენია, მოსახლეობა ვერ იყენებს ამ სივრცეს, ამიტომ ჯობია, რომ თბილისის მერიამ გამოსიყიდოს ეს სივრცე და დიდუბეს გაუკეთდეს პარკ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
მოსახლეობა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მოქალაქეებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომელსაც ხვალ თბილისის მერიაში გააგზავნიან.