"სასკოლო კვება ყველა მოსწავლეს" - თბილისში აქცია გაიმართა
სასკოლო კვება ყველა მოსწავლეს - ამ მოთხოვნით თბილისში დღეს აქცია გაიმართა. მოქალაქეები თავისუფლების მეტროსთან შეიკრიბებნენ და განათლების მინისტრს დაპირების შესრულება მოსთხოვეს: უფასო კვება ყველა სკოლაში. აქციაზე იყვნენ სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.
მე ვსწავლობ 55-ე საჯარო სკოლაში და ძირითადა, კლასში არიან მშიერი ბავშვები, რომლებიც კარგად ვერ იაზრებენ გაკვეთილს. გვინდა უფასო საკვები, რომ გვქონდეს ყველას თანაბარი უფლებები, - ამბობს აქციის მონაწილე.