რატომ არ გადაჰყავთ ჯანმრთელობა შერყეული მსჯავრდებულები საპატიმროდან კლინიკაში? - უმძიმესი ამბები საჯარო ხდება

17.03.24 17:15
რატომ არ გადაჰყავთ ჯანმრთელობა შერყეული მსჯავრდებულები საპატიმროდან კლინიკაში? - უმძიმესი ამბები საჯარო ხდება

რატომ არ გადაჰყავთ ჯანმრთელობა შერყეული მსჯავრდებულები საპატიმროდან კლინიკაში? შაბათის ეთერის გამოძიების შემდეგ უმძიმესი ამბები ხდება საჯარო. განსაკუთრებით რთული ვითარება რუსთავის ნომერ მეექვსე და გლდანის მერვე დაწესებულებაშია. ერთ-ერთ პატიმარს კოვზის სამჯერ გადაყლაპვა დასჭირდა, რომ "ვივა მედში" სამკურნალოდ გადაეყვანათ.

ადვოკატები ყვებიან, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრების საავადმყოფოში გადასაყვანად აქციებიც კი გამართეს, თუმცა ეს პროცესები მაინც ჭიანურდებოდა.

მქონდა პრაქტიკა, რომ თვეები დამჭირდა, საპროტესტო აქციები დამჭირდა და მიუხედავად ამ საპროტესტო აქციებისა, თითქოს დასაწყისში მოხდა რამდენიმე პატიმრის გაყვანა, მაგრამ შემდეგ, როგორც ვიცი, ისევ ისე ჩაკეტილია და იგივე მდგომარეობაა. ბრალდებულები, რომლებიც ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ამათი ყველას გამოვლენა უკვე ასახავს იამს, რომ გამოავლენს სისტემის პრობლემას და ამის გამოაშკარავებისგან იკავებენ თავს, - ამბობს ადვოკატი.

"პირველებს" ასევე დაუკავშირდა პატიმრის ოჯახი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. ისინი ირწმუნებიან, რომ 37 წლის მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია, ფეხზე ვერ დგება, თუმცა ციხის ადმინისტრაციას უკვე ორი თვეა ის კლინიკაში არ გადაჰყავთ. ამასთან, ირკვევა, რომ ციხის ადმინისტრაცია ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში პატიმარს ემუქრება.

მსგავსი სიახლეები