3 წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში - მეჯვრისხევის 300-ზე ბავშვი განათლებას მეზობელ სკოლაში იღებს

17.03.24 17:49
3 წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში - მეჯვრისხევის 300-ზე ბავშვი განათლებას მეზობელ სკოლაში იღებს

3 წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში - გორში, სოფელ მეჯვრისხევში სკოლა არ არის. ბავშვები განათლებას მეზობელი სოფლის სკოლაში იღებენ, რომელიც მეჯვრისხევიდან 10 კმ-შია. რეაბილიტაციის ვადები 5-ჯერ დაირღვა. მოსახლეობამ ახლა აღმოაჩინა, რომ მშენებელ კომპანია "სქაი ჰაუსს" კიდევ ერთი ვადით ანუ მეექვსედ აძლევენ შანსს, დაასრულოს სკოლის რემონტი. 

მოსწავლეების მშობლები პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სოფელ ხელთუბანში ბავშვები სკოლაში მეორე ცვლაშ დადიან, რის გამოც შვილების წრეებზე ტარებას ვეღარ ახერხებენ.

ადგილობრივების თქმით, მშენებელი კომპანია "ქართულ ოცნებასთან" არის დაახლოებული და ფიქრობენ, რომ სკოლის გახნას არჩევნებს დაამთხვევენ. 

სკოლა მეორე წელია რაც არ მუშაობს და რამდენადაც ვიცი. მშობლებს უნდათ, რომ მალე გაიხსნას, იტანჯებიან, თოვლი, სიცივე..., - ამბობს ადგილობრივი. 

მეჯვრისხევის სკოლა ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა დღემდე არ ფუნქციონირებს. 

 

მსგავსი სიახლეები