დანგრეული სახლები და დამეწყრილი ეზოები - სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზს" ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

17.03.24 18:17
დანგრეული სახლები და დამეწყრილი ეზოები - სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზს" ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

"ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ გამოსვლები არ წყდება. მანგანუმის მომპოვებელ კომპანიას ახლა მოსახლეობა ზარალი ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის ადამიანები არიან, ვისი სახლების ქვეშაც მანგანუმს მოიპოვებდნენ. მიწისქვეშა სამუშაოების გამო სოფელ შუქრუთში ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-საათესი მიწები.

პროტესტის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზი" კომპენსაციებს დაპირდა, მაგრამ ჯერ დაპირება არ შეუსრულებია.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მადნის მოპოვების სამუშაოების შედეგად გვენგრევა სახლ-კარი. ვთხოვთ, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩაერთოს მოლაპარაკებაში, - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

მსგავსი სიახლეები