"სულელური იდეაა" - მეუფე იაკობი ვეთინგის სისტემას იწუნებს და მოსამართლეებს იცავს
მეუფე იაკობმა დღეს მოსამართლეები ამბიონიდან დაიცვა. ბოდბელი ეპისკოპოსი "ოცნების" ხელისუფლების ნარატივს იმეორებს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ სასამართლო დღეს იმაზე კარგია, ვიდრე წინა ხლეისუფლების დროს იყო.
რა სულელური იდეაა, ამბობენ ალბათ, გარედან რომ გვიყურებენ ეს იდიოტები ვინ არიან ქართველებიო. ვინც მასე ფიქრობს, იმათზე ასე ფიქრობენ. მოიფიქრეს რაღაცა, მოსამართლეები არ მოსწონთ დღეს და მოდით და უცხოელი ხალხი ჩავრიოთო, იმათმა თქვან, ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არ არისო. ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც იყო პრკურატურის ნოტარიუსი. რასაც პროკურატურიდან შემოუთვლიდნენ, აკეთებდნენ იმას. ის აღარ არის დღეს. ტრაგიკულად აღარ არის სიტუაცია, როგორ ხატავენ. დრო გავა, და ნელ-ნელა შიგნით რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა არ იქნება, მაგასაც აუცილებლად ეშველება, - თქვა სასულიერო პირმა.