როგორ კვდებიან პატიმრები ციხეში - უმძიმესი ამბები საჯარო ხდება
პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა - რატომ არ გადაჰყავთ ჯანმრთელობა შერყეული მსჯავრდებულები საპატიმროდან კლინიკაში? შაბათის ეთერის გამოძიების შემდეგ უმძიმესი ამბები ხდება საჯარო. პატიმრებსს ნივთების გადაყლაპვა და ვენების გადაჭრა უწევთ იმისთვის, რომ "ვივა მედში" სამკურნალოდ წაიყვანონ. ვისაც არ აქვს ძალა, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს, ციხეში კვდება.
ირკვევა, რომ რუსსთავის ციხეში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. მამაკაცს არ დაუჯერეს, რომ ცუდადდ იყო და ექიმების დახმარება სჭირდებოდა.
ნომერ მეექვსე დაწესებულების გარდა რთული ვითარებაა გლდანის მერვე ციხეშიც. სწორედ აქ იხდიდა სასჯელს ლევან ხიდაშელი. შუახნის კაცი ფსიქოლოგიური პრობლემებით, რომელიც სისტემას საკანში შემოაკვდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.