"ვეთინგის პროცესში არ ვმონაწილეობდი" - ნონა წოწორია ლევან თევზაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

18.03.24 10:54
"ვეთინგის პროცესში არ ვმონაწილეობდი" - ნონა წოწორია ლევან თევზაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ლევან თევზაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. წოწორია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავა, - წერს წოწორია Facebook-ზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ წოწორიაზე ფეისბუქზე გუშინ დაწერა. კლანის წევრი ამტკიცებდა, რომ ზურაბ ადეიშვილის კადრმა ჩაატარა ე.წ ვეტინგი უკრაინაში.  
 

მსგავსი სიახლეები