საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
მორაგბეების კიდევ ერთი წარმატება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბორჯღალოსნებმა პარიზში ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 36 - 10 დაამარცხეს. ეს უკვე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა ჩვენი ნაკრებისთვის.