ტაქსის მძღოლი ძალოვანს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

18.03.24 20:28
ტაქსის მძღოლი ძალოვანს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

ამ წუთებში საგამოძიებო სამსახური იმ ტაქსის მძღოლის ჩვენებას ისმენს, რომელიც პოლიციას სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს - ელჯან დამბაროვი ამტკიცებს, რომ პოლიციის უფროსი მას ფიზიკურად გაუსწორდა. დამბაროვს სამართალდამცველები მგზავრის ჩანთის ქურდობას ედავებიან, თუმცა ადვოკატი ირწმუნება, რომ მგზავრს ფულით სავსე ჩანთა ავტომობილში დარჩა და ქურდობას ადგილი არ ჰქონია. ასევე ირკვევა, რომ პოლიციის უფროსი დამბაროვების ოჯახსაც დაუკავშირდა და სთხოვდა, რომ დაკავებულს მის წინააღმდეგ არ ეჩივლა. 

დასრულდა თუ არა დაკავებული ტაქსის მძღოლის გამოკითხვა - მარიამ მაკასარაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები