UFC-ის გამარჯვებული თბილისშია - ილია თოფურიას საქართველოში ათასობით გულშემატკივარი დახვდა
ამდენი ხალხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი ხანია არ ახსოვს - გულშემატკივრები ჩემპიონის დასახვედრად. "იუ ეფ სის" გამარჯვებული თბილისშია. დიდი წარმატების შემდეგ, ილია თოფურია სამშობლოში ჩამოვიდა. ხუთშაბათს ჩემპიონი თბილისის დინამო არენაზე ქართველ გულშემატკივარს იმ საჩემპიონო ქამარს წარუდგენს, რომელიც მძიმე ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩამოართვა. ამ გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ მებრძოლს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა. 27 წლის ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც "იუ ეფ სის" ჩემპიონი გახდა.