საქართველოში არ შემომიშვეს - პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი

18.03.24 20:20
საქართველოში არ შემომიშვეს - პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი

რუსი აქტივისტი, მაქსიმ ივანცოვი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

პუტინის მოწინააღმდეგე განმარტავს, რომ ეს ქვეყანაში არშემოშვების პირველი შემთხვევა არ არის. 

აჰა, ისევ არ შემიშვეს საქართველოში. არც ის ბოლო შემთხვევა იყო შეცდომა ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეული თანამშრომლების დამოუკიდებელი მოქმედება. არ შემიშვეს, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ ნადეჟდინისთვის ხელმოწერებს ვაგროვებდით”, – წერს რუსი აქტივისტი.

ცნობისთვის, ივანცოვი არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელია, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერებს თბილისში აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები