მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადამ კვლავ გადაიწია

18.03.24 23:53
მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადამ კვლავ გადაიწია

მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2024 წლის დეკემბრამდე გადაიდო - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და შპს "ბადა ქონსთრაქშენს" შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "ბადა ქონსთრაქშენმა" 4.2-მილიონიანი პროექტი ტენდერის გარეშე მოიგო. პირველადი შეთანხმებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 15-ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას მერე ვადამ ორჯერ, 2024 წლის 15-მარტამდე, შემდეგ კი 2024 წლის 24-დეკემბრამდე გადაიწია.

მსგავსი სიახლეები