თბილისის ცენტრში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში საცხოვრებელი სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა.
28 ოჯახი ახლა პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დარჩა - რადგან კორპუსი, რომელიც ავარიულია და იშლება საცხოვრებლად საშიშია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობას და შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს თუმცა რეაგირება არავინ მოახდინა.
ნინოშვილის 48 ნომრის მაცხოვრებლებმა ორი წლის წინ შეამჩნიეს, რომ კანალიზაცია იჭედებოდა და მერიას და GWP-ს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ირკვევა, რომ 4 დღის წინ, წვიმის გამო ეზო დაიტბორა და წყალი სახლშიც შევარდა. ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა დაიწყეს მუშაობა რათა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე კანალიზაციის მილი ეპოვათ თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღმოჩნდა, რომ შიდა მილი ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე დაერთებული არ იყო და ამ დროის განმავლობაში კანალიზაცია საძირკველში ჩაედინებოდა.
ადგილზე ახლა სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.