პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

19.03.24 17:31
პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს - ბექა გორგოშაძე ამტკიცებს, რომ მისი დასჯის სპეცოპერაციაში #1 პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის უფროსი ზაზა ტაბატაძეა ჩართული.

პატიმარი ირწმუნება, რომ მას შეზღუდული აქვს გარესამაყროსთან კონტაქტი. ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს ის "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილის გაუჩინარებაშიც. გორგოშიძის თქმით, ის წერილში ვრცლად საუბრობდა იმ დეტალებზე, რომელიც მისივე თქმით, მისივე დაკავების საფუძველი გახდა. პატიმარი ამბობდა იმასაც, რომ, ის დააკავეს იმიტომ, რომ არჩევნებზე მისი გარეთ ყოფნა არავის სჭირდებოდა.

ამის შესახებ დაკავებულმა დღეს, სასამართლოს სხდომაზე შესვლის წინ განაცხადა.

ამ დეტალებზე "პირველებთან" დღეს გორგოშიძის ოჯახის წევრებმაც ისაუბრეს.

ოჯახის წევრებმა ასევე ისაუბრეს ზაზა ტაბატაძეც და თქვეს, რომ ციხის თანამშრომელი ახლა "ლაითურის ციხეზე" გადაიყვანეს, სადაც ის უფრო დიდი გავლენებით სარგებლობს.

ციხეზე არის ზეწოლა, არის აკრძალვები - რომ გადაიყვანეს, პირველ დღეს მაღაზიაში სიგარეტის ყიდვის უფლებაც არ მისცეს. ბექა ქუთაისში იჯდა რამდენიმე წლის წინ. იქ იყო რეჟიმის უფროსი ზაზა ტაბატაძე, რომელიც საკმაოდ ცუდად ექცეოდა და ახლა არის გადმოყვანილი "ლაითურის ციხეზე" როგორც ვიცი რეჟიმის უფროსად. პატიმრებზე მიდის ზეწოლა. დარეკვის უფლებას არ აძლევენ. რადგან ხმა ამოიღო, ვფიქრობ, რომ მაგის გამო გაძლიერდა მის მიმართ ზეწოლა", - ამბობს ბექა გორგოშაძის ოჯახის წევრი.

პატიმრის ახლობლები ასევე დაკავებულის ჯამრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბექა გორგოშაძე "ფეხზე ძლივს დგება".

პატიმარი რომ ვნახე იყო საშინლად გაყვითლებული და ფეხზე ძლივს დგებოდა. გადმოყვანისთანავე 6 ადამიანი ზემოთ აწიეს და მე მითხრეს, რომ ქვემოთ დავრჩენილიყავი და გამაკარცელესო. რაც შეეხება ზაზა ტაბატაძეს, ის ძველი რეჟიმის დროს ძალადობდა პატიმრებზე და არსებობენ ამის მოწმეებიც და ახლა "ლაითურის" ციხეზე დაწინაურებული მოგვევლინა უფრო დიდი გავლენებით", - ამბობს ბექა გორგოშაძის ოჯახის წევრი.

 "პირველები" ინფორმაციის გადასამოწმებლად #1 პენიტენციური დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, თუმცა არც ციხის უფროსი და არც ზაზა ტაბატაძე ადგილზე არ იმყოფებოდნენ.