მეტრო ავლაბარის დაუსრულებელი რემონტი - რეაბილიტაციის ვადებმა კიდევ გადაიწია
მეტრო ავლაბარის დაუსრულებელი რემონტი - კიდევ ერთი მეტროსადგური, რომელიც, წესით, ერთი წლის გახსნილი უნდა იყოს, თუმცა ამ დრომე იქ ბარიკადები ვერ მოხსნეს და წლის ბოლომდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. კომპანია "ბადა ქონსთრაქშენს" ავლაბრის რეაბილიტაცია 8 თვეში უნდა დაესრულებინა და ამისთვის 4 მილიონზე მეტი მიიღო. ვადების გადაწევის მიზეზად გაუთვალისწინებელი გარემოებები სახელდება. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული, თუმცა იქაც წლებია ანალოგიური ვითარებაა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.