როგორ შეიცვალა ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში

19.03.24 19:56
როგორ შეიცვალა ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.09 თეთრით გამყარდა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9420 ლარი. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.95 ლარად.

 

მსგავსი სიახლეები