ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

20.03.24 10:43
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან - ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

მატარებელში მზგავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე საქართველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები

მათი თქმით, პირველადი დათვალიერების საფუძველზე დაზიანება ლიანდაგზე შეინიშნება, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია. როგორც თავად აცხადებენ, ვითარებას უახლოეს ხანში შეისწავლიან და საბოლოო დასკვნას ამის შემდეგ დადებენ. 

მსგავსი სიახლეები