საქართველოდან ისრაელში გენეტიკური დეფექტის მქონე კვერცხუჯრედები შეიტანეს - არიან დაზარალებულები
ისრაელის პოლიცია საქართველოდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შეტანას იძიებს, რომელიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდა. ინფორმაციას ისრაელური მედიასაშუალება „ვესტი“ ავრცელებს.
მედიასაშუალება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვერცხუჯრედებით „ინ ვიტრო“ განაყოფიერება ჩაუტარდა, სულ მირე, 3 ისრაელელს ქალს, რომლებიც უშვილობას წლების განმავლობაში მკურნალობდნენ. შედეგად ერთი ბავშვი თანდაყოლილი დეფექტით, მეორე კი უკვე გარდაცვლილი დაიბადა. კიდევ ერთი ჩვილის მდგომარეობას ექიმები იკვლევენ.
ისრაელის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ისრაელში მოქმედი „ინ ვიტრო“ კლინიკის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი, აგრეთვე ერთ-ერთი საავადმყოფოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ექიმსა და ლაბორატორიის ხელმძღვანელს ბრალად ედებათ თაღლითობა, მძიმე დაავადების გავრცელება და სხვა დანდაშაულებები. ისინი წინასწარი პატიმრობიდან სხვადასხვა შემზღუდავი პირობით გამოუშვეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან იმპორტირებული ადამიანის კვერცხუჯრედი B ჰემოფილიის გენს შეიცავდა — სახიფათო დაავადების, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინფორმაცია კვერცხუჯრედების პრობლემის შესახებ, სავარაუდოდ, ცნობილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის საზღვარგარეთ (საქართველოში) და ისრაელშიც.“