აქცია თბილისში - მოსახლეობა თელასის დაკვეთით წარმოებულ სამუშაოებს აპროტესტებს

20.03.24 12:14
აქცია თბილისში - მოსახლეობა თელასის დაკვეთით წარმოებულ სამუშაოებს აპროტესტებს

თბილისში, ჯანელიძის ქუჩაზე პროტესტია - ადგილობრივები თელასის დაკვეთით წარმოებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. მცხოვრებლები ამბობენ, რომ მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს მიწის ქვეშ წყლის მილებთან ერთად ათავსებენ, რაც უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამო და სიცოცხლისთვის საშიშია.

მოსახლეობამ შესაბამის უწყებებსაც მიმართა, თუმცა არავინ რეაგირებს, ამიტომ ადგილობრივები "პირველებთან" კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომპანიას მფარველები ჰყავს.

ექსპერტიზამ დაგვიდგინდა, რომ დაუშვებელია ის, რაც მოცემულ შემთხვევაში ხდება. ანუ, წყლის მილის ქვეშ და ზემოთ განთავსდეს მაღალი ძაბვის კაბელი, ეს დაუშვებელიაო. არის 30-მილიონიანი პროექტი, შესაბამისად აქ არის ფულადი დაინტერესება და ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავს ამათთვის, მათ შორის, არც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. აბსოლუტურად რეაგირების გარეშე ტოვებს ყველა უფლებამოსილი ორგანო, რომლის ვალდებულებაც არის. არ ასრულებენ ვალდებულებას. სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან. ჩემი აზრით, აქ არის კორუფციის ელემენტები", - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები