სამეგრელოში, 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 45 წლის კაცი დააკავეს

20.03.24 12:26
სამეგრელოში, 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 45 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 45 წლის კაცია დაკავებულია - "პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და უთხრეს, რომ კაცი ხანდაზმული ქალის გაუპატიურებას ცდილობდა.

როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, კაცი პენსიონერის სახლში შეიპარა და მოხუცზე სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა 70 წლის კაცმა სავარაუდო მოძალადის მოგერიება შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა.

როგორც ირკვევა, სავარაუდო მოძალადე ნიღბით იყო, რისი ჩამოხსნაც ქალმა შეძლო და თავდამსხმელი ამოიცნო. 

ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის მოსვლამდე სავარაუდო მოძალადის დაკავება მეზობლებმა შეძლეს.

დაკავებული ამჟამად პოლიციის განყოფილებაში. პესნიონერმა ჩვენება უკვე მისცა.

ირკვევა, რომ 70 წლის ქალი სოფელში მარტო ცხოვრობდა. 45 წლის კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-ში.

 მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს

 

 

მსგავსი სიახლეები