42 წლის კაცი მეზობლის სახლში ნიღბით შეიპარა - რას ამბობს პენსიონერი, რომელიც მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

20.03.24 15:21
42 წლის კაცი მეზობლის სახლში ნიღბით შეიპარა - რას ამბობს პენსიონერი, რომელიც მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

პენსიონერის გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში - მეზობლები "პირველებთან" ამბობენ, რომ 45 წლამდე კაცი 70 წლის მეზობლის სახლში ღამით ნიღბით შეიპარა და სექსუალური ძალადობა სცადა. 

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის  დროს  ქალს თავდამსხმელმა ერთ- ერთი ვერსიით, დაზიანებებიც მიაყენა. პენსიონერების  გადარჩენა კი  საბოლოოდ,  შვილმა  მოახერხა, რომელთანაც ქალმა დარეკვა მოასწრო. 

"პირველების" ინფორმაციით, ქალმა ნიღბიანი მამაკაცის მოგერიება დანით შეძლო და საბოლოოდ ნიღბის ჩამოგლიჯა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ 45 წლამდე კაცი მაშინ დააკავა, როცა ის გაქცევას ცდილობდა. 

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, თუმცა ის პოლიციასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს. 

გამოძიება 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს. 70 წლის ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას კამერებთან საუბარი უჭირს. 

"პირველების" ინფორმაციით, ქალმა მეზობლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება უკვე მისცა. 

მსგავსი სიახლეები