უმძიმესი დაზიანებები სახის არეში - ტვ პირველის ოპერატორს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

06.07.21 11:15
უმძიმესი დაზიანებები სახის არეში - ტვ პირველის ოპერატორს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ამ დრომდე "ნიუ-ჰოსპიტალსის" კლინიკაში რჩება. დაზარალებულ ოპერატორს თვალზე  გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას სახეზე უმძიმესი დაზიანებები აქვს, რის გამოც ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.  

"ნიუ-ჰოსპიტალსის"  კლინიკაში ასევე იმყოფებიან "პალიტრა ნიუსისა" და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორები მძიმე დაზიანებებით.

კლინიკაში რჩება 3 პაციენტი, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, 2-ს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა სახის ძველბზე, ერთი წევს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, დღეისათვის მათი გაწერა არ იგეგმება, ამას განვიხილავთ ხვალისთვის, 2 ადამიანს აღენიშნებოდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე იყო თვალ-გუგის დაზიანება და ტვინის შერყევა", - ამბობს ექიმი.

გუშინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ  ნაცემი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ჯამში მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა ტვ პირველის ოპერატორზე "სირცხვილიას" ოფისში სასტიკად იძალადეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, რომელსაც ტელეფონი დაუმტვრიეს.

მსგავსი სიახლეები