მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები თავისუფლად გადაადგილდებიან - დმანისის პოლიცია შარშია

22.03.24 20:12
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები თავისუფლად გადაადგილდებიან - დმანისის პოლიცია შარშია

 

 

ახალი სკანდალი გომელაურის უწყებაში - დმანისის პოლიცია დიდ შარში მას შემდეგ გაეხვა, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აქვთ ანთებული და ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებიან. კობა მენაბდიშვილი, რომელიც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის უკვე 4 თვეა ძებნაშია, თბილისში საჯარო რეესტრში და ნოტარიუსთან  დოკუმენტებს აფორმებს და ქონებებს მის ნათესავებს ურიგებს.

"პირველების" გამოჩენის შემდეგ დმანისის პოლიციაში დღეს დიდი დაბნეულობა დაიწყო. პოლიციის უფროსი დაგვემალა, ხოლო მისი მოადგილე ვერ ხსნიდა, რატომ ვერ აკავებენ ძებნილებს, რომლებიც დამალვას არც კი ცდილობენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები