საეკლესიო მაღაზიის მფლობელი ქალების პირადი ცხოვრების შანტაჟის ბრალდებით დააკავეს

22.03.24 20:01
 საეკლესიო მაღაზიის მფლობელი ქალების პირადი ცხოვრების შანტაჟის ბრალდებით დააკავეს

 

 

საეკლესიო მაღაზიის მფლობელი, რომელსაც 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მათ შორის ფარულად გადაღებული კადრებიც. დაკავებულს გლდანში მდებარე ბინაში ნამდვილი ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი, სადაც ქალებს მოტყუებით აიძულებდა, ინტიმური შინაარსის ფოტოსესიას დათანხმებოდნენ. ეცნობოდა, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც სარეკლამო ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და თუ მასთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყოდნენ, გადაღებული კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.

მათ შორის იყო 19 წლის გოგოც, რომლის დახმარებითაც სამართალდამცველები დამნაშავეზე გავიდნენ. ე.წ. ფოტოგრაფი ქალებს არწმუნებდა, რომ თეთრეულის ფოტოსესიის დროს მათი სახეები არ გამოჩნდებოდა, თუმცა, რეალურად, ამ ფოტოების შემდეგ მსხვერპლების დასაშანტაჟებლად იყენებდა.

დაკავებულის ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას ტექნიკასთან ერთად ამოღებულია მეხსიერების მოწყობილობები, სადაც ათასობით ინტიმური ფოტო ინახება. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები