ძალადობა მედიაზე - ერთ-ერთი დაკავებული 2300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაუშვეს

06.07.21 16:11
ძალადობა მედიაზე - ერთ-ერთი დაკავებული 2300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაუშვეს

ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული აკაკი ნაკაშიძე  2 300 ლარიანი ჯარით გამოუშვეს. 

ნაკაშიძე მრგვალ ბაღთან მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს

რაც შეეხება კიდევ ერთ მოძალადეს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.