"ოცნების" დეპუტატის ძმისთვის ნაჩუქარი ბიუჯეტის 6 მილიონი - სკანდალის ეპიცენტრში დავით სონღულაშვილია
"ქართული ოცნების" დეპუტატის ძმისთვის ნაჩუქარი ბიუჯეტის 6 მილიონი. სავარაუდო კორუფციულ სკანდალში დავით სონღულაშვილი და მისი დეველოპერი ძმა ეხვევა. ამბავი მას შემდეგ გასკდა, რაც დეპუტატის ოჯახის წევრმა საკრებულოდან მოითხოვა აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის კოეფიციენტის გაზრდა. დედაქალაქის მთავრობა კი მას ამ სურვილს პრაქტიკულად ჩალის ფასად შეუსრულებს
საკრებულომ გააუქმა წინა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მშენებლობის მასშტაბის გაზრდის სანაცვლოდ დავით სონღულაშვილის ძმას ცხრა მილიონი უნდა გადაეხადა, მომზადდა ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაწერეს, რომ კომპანია ბიუჯეტს ექვსი მილიონით ნაკლებს გადაუხდის. რატომ სარგებლობს ასეთი დიდი შეღავათით ოცნების დეპუტატის ძმა, ოპოზიციისთვის მარტივად გამოსაცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ სავარაუდო კორუფციული გარიგების მონაწილეები თბილისის მთავრობის მაღალჩინოსნებიც არიან.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.