ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაციაში ადგილობრივები ჩაერთნენ

29.03.24 13:28
ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაციაში ადგილობრივები ჩაერთნენ

ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართვის სურვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც აქვს. უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც დიტო გოგოლაძე ზვავმა მოიყოლა, თუმცა მის კვალზე მაშველები ამ დრომდე ვერ გადიან. 

20-მდე ადგილობრივი, ვინც ტერიტორია კარგად იცის, მზადაა მაშველებს გიდობა გაუწიონ, ისინი ვერტმფრენმა უკვე გადაიყვანა და ათობით მაშველი, სამაშველოო ვერტმფრენის დახმარებით ახლა 50 წლამდე მამაკაცს ეძებს.

ვითარებას ართულებს რელიეფიც. სამძებრო არეალი ბაკურიანიდან 15 კილომეტრს, ოთო-ოშორის გზის მონაკვეთსაც მოიცავს.

ძებნა-შველის ოპერაცია ბაკურიანში დღეს დილის 7 საათიდან განახლდა. ადგილზე ვერტმფრენი მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ მაშველები დაკარგულ მამაკაცს იპოვიან, ის იმ წამსვე გადაფრინდება მითითებულ ადგილას.


 

მსგავსი სიახლეები