ექიმების კორუფციის უპრეცედენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა

29.03.24 20:17
ექიმების კორუფციის უპრეცედენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა

 

 

ექიმების კორუფციის უპრეცენდენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული არიან სასწრაფო დახმარების ექიმები, ქრთამის გაცემის ფაქტზე კი კომპანია "ვიანის", იგივე "ევექსის" ორი თანამშრომელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშუალებრივი გარიგების შედეგად ქვეყანაში მძიმე პაციენტებით ვაჭრობა მიდიოდა.    

საქმის მასალებით კომპანია "ვიანი" იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები არა უახლოეს კლინიკაში, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო ცენტრებში გადაეყვანათ. სასწრაფოს ცვლის უფროსებს კი წინასაწარ ჰქონდათ მისამართები გადაგზავნილი და სწორედ მათი მითითებით გადაჰყავდა ბრიგადას პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო ცენტრში. ასეთი მასშტაბის სქემა ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ისე მოქმედებდა, რომ ამ დრომდე ვერავინ ვერაფერი გაიგო. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.