"ოცნებამ" ქართველი ფეხბურთელების ისტორიული გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწერა

29.03.24 20:24
"ოცნებამ" ქართველი ფეხბურთელების ისტორიული გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწერა

 

 

საქართველოს ნაკრების უდიდესი გამარჯვების პოლიტიზირება - "ქართულმა ოცნებამ" სამი დღე ითმინა და ბოლოს მაინც ვერ მოითმინა. საბერძნეთის ნაკრების კარში გატანილი გოლებიც საკუთარ გამარჯვებად მიიწერეს. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათი დამსახურებაა და  მათ გარეშე  ფეხბურთელები ვერაფერს იზამდნენ.

უფრო შორს წავიდა კახა კალაძე. თბილისი ყოფილი ფეხბურთელი მერი ამტკიცებს,რომ "ოცნების" მიერ შენარჩუნებულმა მშვიდობამ  ქვეყანას დიდი ოცნება აუხდინა. თუმცა კალაძეს, სავარაუდოდ, დაავიწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა უკრაინამაც, რომელიც მესამე წელია ოკუპანტ რუსეთთან უთანასწორო ომში იმყოფება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.