ქართული ქოლ ცენტრების მსხვერპლი ავსტრალიელი პენსიონერი გახდა - მოსამართლემ ბრალდებულები ციხეში გაუშვა
ავსტრალიელი პენსიონერის 340 ათასი ლარი შესაძლოა, ბრალდებულებს მრავალწლიან პატიმრობად დაუჯდეთ. მოსამართლემ ადვოკატებს 100 ათას ლარიან გირაოზე უარი უთხრა და ორივე ბრალდებული ციხეში გაუშვა. დუმილი მხოლოდ ერთმა დაარღვია და განაცხადა, რომ ფულის თაღლითური გზით მითვისებასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, საქმეში დევს თავად დაზარალებული პენსიონერის ჩვენება, რომელიც ქართული ქოლ ცენტრის მსხვერპლი გახდა. მას დიდი სარგებელის მიღების სანაცვლოდ ათეულობით ათასი დოლარი და კრიპტოვალუტა გამოსძალეს.
ორივე დაკავებულის მიმართ თვალთვალი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაყადაღებული იყო მათი ანგარიშები და ქონება. ასევე ირკვევა, რომ მათ ადრეც ჰქონდათ ოფისები, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად დაიხურა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საქმიანობა საკუთარი სახლებიდან განაგრძეს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის პროცესში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.