ხურვალეთთან, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია - ქაცარავა
საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ძლიერი ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი წერს, რომ ხანძრის კერა ამ დრომდე აქტიურია.
დღეს საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ნაწილში გაჩნდა საკმაოდ დიდი ხანძარი.
რა თქმა უნდა, ოკუპანტები ჩვენს სამაშველო სამსახურს ახლოსაც არ მიუშვებენ, თვითონ კი ჩაქრობის შნო არ გააჩნიათ.
სამწუხაროდ, ხანძრის კერები ამჟამადაც აქტიურია.
იმედი დავიტოვოთ, რომ ხანძარი თვითლიკვიდირდება და ჩვენს დროებით ოკუპირებულ ბუნებას დიდი ზიანი არ მიადგება." წერს ქაცარავა.