ექსკლუზივი: შალვა თადუმაძის პირველი კომენტარი სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ

30.03.24 11:15
ექსკლუზივი: შალვა თადუმაძის პირველი კომენტარი სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ

შალვა თადუმაძის პირველი კომენტარი სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი არ ამბობს, ვინ იგულისხმა კორუმპირებულ პირებში, ვის დასანქცირებასაც თვითონ ითხოვს, თუმცა აცხაადებს, რომ 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი კორუმპირებული იყო და შეეძლოთ იქ მოეძებნათ და არა მოსამართლეებში.

ყველაფერში ყველაფერი კარგად ისმის და ყველაფერი კარგად ჩანს. თუ ვინმემ თავის თავზე მიიღოს, შეუძლია მიიღოს. მე ვისაც ვგულისხმობდი ვთქვი, რომ ის ანტიკორუფციული ღონისძიებები, რომელსაც ანტიკორუფციული დეპარტამენტი ატარებს ვერ გაუძლებს ვერანაირ კრიტიკაას მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეზე თქვას, რომ ის არის კორუმპირებილი. და თუ კორუმპირებულს ეძებდნენ როდესმე 30 წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში ბევრი კორუმპირებული იყო და შეეძლოთ, რომ იქ მოეძებნათ. მოსამართლეები ნამდვილად არ არიან კორუმპირებულები და  საზოგადოებამ იცის ვინ არიან კორუმპირებულები და ვინ იყვნენ", - აცხადებს თადუმაძე "პირველებთან".

რაც შეეხება ე.წ. ვეტინგის საკითხს, შალვა თადუმაძე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას და აცახდებს, რომ პირები, რომლებიც მისი განსასჯელები და მსჯავრდებულები იყვნენ, მის კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებენ.

მე არ ვსაყვედურობ არავის. ეს არ არის ჩემი თემა საერთოდ. მე პოლიტიკურ ნაწილში არ შევდივარ, უბრალოდ ეს არის უსამართლობა. თქვენ რას მეუბნებით ეხლა მე რომ, მე უნდა შემამოწმოს ისეთმა პირებმა, რომლებიც ჩემი განსასჯელები და მსჯავრდებულები იყვნენ? თქვენ მეუბნებით, რომ მე უნდა შემამოწმოს ზურაბ ადეიშვილმა, დავით კეზერაშვილმა, გიგი უგულავამ, მიხეილ სააკაშვილმა?" - განაცხადა თადუმაძემ.

სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს. 

შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.