ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა

30.03.24 12:29
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - ამის შესახებ "პირველებს" მისმა ადვოკატმა განუცხადა.

ინსპექტორისთვის ბრალის დადგენილება ჯერ არ გაუცნიათ, თუმცა უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალს დაკავებული არცერთ შემთხვევაში არ აღიარებს.

ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და არც საქმის მასალები არ გადმოუციათ, ამიტომ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და მანამდეც ვხვდებოდი. ადამიანი უდანაშაულოა. უპატიოსნესი, უწესიერესი ადამიანია. ბრალი არ აქვს წარდგენილი და რომ წარუდგენენ, არ აღიარებს," - ამბობს ადვოკატი.

ცოლზე ძალადობის ბრალდებით, პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს - საქმის მასალებით დგინდება, რომ კაცი ქალს საკუთარ მანქანაში ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ავტომობილის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე დაკავებული საკუთარ ცოლზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებითაც ძალადობდა. სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ საქმეში ჩვენებებიც არსებობს. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს სამ-წლიანი პატიმრობა ემუქრება.