"ომის საშინელებანი" - ჩუბინაშვილის საგამოფენო სივრცეში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

30.03.24 12:45
"ომის საშინელებანი" - ჩუბინაშვილის საგამოფენო სივრცეში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ჩუბინაშვილის საგამოფენო სივრცეში გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. "ომის საშინელებანი" - ასე ეწოდება ექსპოზიციას, რომელიც  უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიეძღვნა.

მხატვრის ახალი სერია დოკუმენტურ მასალებს და რეალისტურ კადრებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მხატვარი ნამუშევრებს ორი წლის განმავლობაში ქმნიდა. გია ბუღაძემ ამ ნამუშევრების სერიით სცადა, საკუთარი პოზიცია გამოეხატა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ეს ნამუშევრები ეძღვნება უკრაინას. სათაურიც ასეთი დავარქვი. "ომის საშინელებანი" ეძღვნება უკრაინას. რაც დაიწყო ომი, აზრები და ფიქრები მომერია და შემდეგ ხომ უნდა მოსულიყო გამოსახულებაც და გაჩნდა კიდევაც. რამდენიმე კადრი ვნახე, მერე თავისთავად მეც განცდები მაქვს ხომ, ჩვენი უბედურება, რაც საქართველოში დატრიალდა. ანალოგია ბევრი დავიჭირე და ბუნებრივია, თანაგრძნობის განცდა დამეუფლა", - ამბობს გია ბუღაძე.