წულუკიანი სამბოს ფედერაციას შეურიგდა - რა გადაწყვეტილებები მიიღეს საბჭოს პირველ შეკრებაზე
თეა წულუკიანი სამბოს ფედერაციას შეურიგდა - ახალი პრეზიდენტის პირობებში, დღეს საბჭო პირველად შეიკრიბა და ახალი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. სამბოს ფედერაციაში ახალი წევრები დაამატეს.
ერთკაციან არჩევნებში გამარჯვებული გია გაზდელიანი, რომელიც ამავდროულად, "ქართული ოცნების" შემომწირველიც იყო, აანონსებს, რომ თანამედროვე საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის რეგიონებშიც.
სამუშაო ბევრია, დაგეგმილია რეგიონებში ჯგუფების გახსნა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ორი წევრი დაგვემატებინა. ვემზადებით ჩემპიონატისთვის ჯერჯერობით. ჯერ ოლიმპიადაზე ჩვენ მონაწილეობას ვერ ვიღებთ. სპორტის სამინისტრო ყველანაირად გვერდით გვიდგას, რომ შეჯიბრისთვის მოვემზადოთ", - თქვა გაზდელიანმა.
გაზდელიანს, დღეს კულტურის სამინისტროსთან არსებულ ძველ დაპირისპირებაზე არაფერი უთქვამს და არც იმაზე გაუკეტებია კომენტარი, თუ რატომ ირიცხებოდა სამბოს ფედერაციაში თანხები ოლიმპიური კომიტეტის გავლით და არა პირდაპირ სამინისტროდა.
მე არ ვიცი მესამე პირი, მიმდინარე პროცესები არის მშვენივრად", - ამბობს გაზდელიანი.
სამბოს ფედერაციის წევრები კი ღიად ამბობენ, რომ დაფინანსების საკითხზე პრობლემები ფედერაციაში მართლაც იყო.
რაღაც შეფერხება იყო, მაგრამ ყველა ტურნირზე და ჩემპიონატზე მონაწილეობა მივიღეთ. პირდაპირ ფედერაციაზე არ იყო გადმორიცხვა, ადრე დაფინანსება ოლიმპიური კომიტეტიდან მოდიოდა, ახლა პირდაპირ სამბობს ფედერაციაზე წამოვა და ფედერაცია მიირებს ყველა თანხას, რომელოიც დასჭირდება. ველოდებით, პირველი დაფინანსება დაიწყება ალბათ აპრილში", - ამბობს ფედერაციის წევრი.
შეგახსენებთ, რომ ძველ ხელმძღვანელთან დაპირისპირების გამო, თეა წულუკიანმა სპორტსმენები ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა და ფინანსური წყაროები შეუზღუდა, თუმცა მისი ხელდასმული პრეზიდენტის შემდეგ, როგორც ჩანს წულუკიანი ფედერაციასტან დაზავდა.