ექიმების კორუფციის სკანდალური საქმე - საბრალდებო სკამიდან ორმა დაკავებულმა დუმილი დაარღვია
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ სკანდალში გახვეული სასწრაფო დახმარების ყოფილი თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს. საბრალდებო სკამიდან სამიდან ორმა დაკავებულმა - რატი ციმბაიამ და ნინო კოშაძემ ბრალი აღიარა. ჩვენებას არ ცვლის ჰოსპიტალიზაციის ცვლის ყოფილი უფროსი თამარ მანჩხაშვილი. ქალი დუმს.
როგორ მიდიოდა პაციენტებით ვაჭრობა და როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა? - როგორც გაირკვა, "ვაიბერის" და "ვაცაპის" აპლიკაციებში წყდებოდა, სად უნდა გადაეყვანათ პირი, რომელიც რეანომობილის ექიმებს, წესით პირველსავე შემხვედრ კლინიკაში უნდა შეეყვანათ.
პროკურატურის თქმით, სწორედ ეს მტკიცებულებებია საქმიდან გამქრალი. ბრალდების მხარე დაკავებულების პირდაპირ პატიმრობაში გაუშვებას ითხოვს.
აღნიშნული პირები კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" სამედიცინო წარმომადგენლებთან და პაციენტთა და ავადმყოფთა უახლოეს კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, გადამისამართებას უკეთებდნენ სააქცია საზოგადოება "ვიანის" საკუთრებში არსებულ კლინიკებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში. აღნიშნული მანიპულაციისთვის მათ ქრთამის სახით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. იყო კოდების შეცვლის ფაქტები და იყო პირდაპირ გადამისამართების ფაქტები.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ბრალდება წარედგინა "ვიანის" სამედიცინო წარმომადგენლებს, ორ პირს, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრტამის მიემის ფაქტზე, თუმცა აღნიშნული პირების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება", - ამბობს პროკურორი.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი დაცვის მხარის პოზიციას.
ამ ეტაპისთვის აღიარებენ ისინი წარდგენილ ბრალდებას, თუმცა ჩვენ გარკვეული შენიშვნები გაგვაჩნია მექანიზმებთან დაკავშირებითაც მათ შორის, რაც ბრალდებამ შერაცხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ. ანუ კოდების შეცვლას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ეს რამდენად ხდებოდა თუ არ ხდებოდა. კონკრეტულად თითოეულ პაციენტზე ხდებოდა ეს თუ არა, ეს არ არის გამოკვეთილი და თუ ხდებოდა, კონკრეტულად რაში გამოიხატა კოდის შეცვლა, კონკრეტულად რაში გამოიხატა პაციენტის გადამისამართება, რა კოდები იქნა შეცვლილი, რომელ კლინიკაში მოხდებოდა, ეს არის არსებითი მნიშვნელობის საკითხები", - ამბობს ადვოკატი.
ექიმების კორუფციის უპრეცენდენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული არიან სასწრაფო დახმარების ექიმები, ქრთამის გაცემის ფაქტზე კი კომპანია "ვიანის", იგივე "ევექსის" ორი თანამშრომელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშუალებრივი გარიგების შედეგად ქვეყანაში მძიმე პაციენტებით ვაჭრობა მიდიოდა.
საქმის მასალებით კომპანია "ვიანი" იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები არა უახლოეს კლინიკაში, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო ცენტრებში გადაეყვანათ. სასწრაფოს ცვლის უფროსებს კი წინასაწარ ჰქონდათ მისამართები გადაგზავნილი და სწორედ მათი მითითებით გადაჰყავდა ბრიგადას პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო ცენტრში. ასეთი მასშტაბის სქემა ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ისე მოქმედებდა, რომ ამ დრომდე ვერავინ ვერაფერი გაიგო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.