ამბავი პირველი პენალტის ავტორზე - ქოჩორაზე, რომელმაც უდიდეს გამარჯვებამდე ქარტეხილებით სავსე გზა გაიარა
ამბავი პირველი პენალტის ავტორზე - ქოჩორაზე, რომელმაც უდიდეს გამარჯვებამდე ქარტეხილებით სავსე გზა გაიარა.
საქართველოს საბერძნეთთან ნაკრების გმირი, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი "შაბათის ეთერს" იმ ემოციებს უყვება, რომელიც გადამწყვეტ მატჩზე მის მიერ გატანილ გოლს და საბოლოოდ, საბერძნეთის დამარცხებას მოჰყვა.
საქართველოს ევროპაზე გასაყვანად გადამწყვეტი როლი გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა , ქოჩორა პირველი იყო, ვინც პენალტების სერიაში პირველი თერთმეტიანის დარტყმა საკუთარ თავზე აიღო.
პირველი გოლით პენალტების სერიაში გიორგი ქოჩორაშვილმა სიტუაცია გადატეხა. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დინამო არენაზე ნერვების ნამდვილი ომი იყო, როდესაც ქართველმა ქომაგებმა ქოჩორას გოლით ამოისუნთქეს. ინიციატივა მისი იყო.
ზუსტად ახსოვს, ის გადამწყვეტი რამდენიმე წამი, მწვრთნელის თანხმობიდან პენალტის დარტყმამდე.
ზუსტად იმ დროს დაიწყეს ქომაგებმა სტადიონზე მერაბ სეფაშვილის სიმღერის შესრულება, ამან ქოჩორა კიდევ უფრო გააძლიერა.
"გულშემატკივარმა დიდი როლი ითამაშა"- ამბობს ფეხბურთელი.
ქოჩორასთვის მარცხი დანებებას არ ნიშნავს ეს თავის საფეხბურთო კარიერაში არაერთხელ დაამტკიცა ყველაზე დიდი წარუმატებლობები მისთვის გამოწვევაა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
მის კარიერაში იყო მომენტები, როდესაც ყველას ეგონა რომ მორჩა.
მწვრთნელსაც ბოლომდე არ ეგონა, რომ ის ფეხბურთს ბოლომდე გაჰყვებოდა, ვარჯიშის შემდეგ უნივერსიტეტში ჩქარობდა. სპირტი და სწავლა მისთვის თანაბარი მნიშვნელობის იყო.