გამარჯვების გოლის ავტორი აფხაზეთიდან - როგორ იქცა 31 წლის ფეხბურთელი ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ?
"მინდა, ტერიტორიულადაც გამთლიანებული იყოს საქართველო"- ნიკა კვეკვესკირი "შაბათის ეთერთან" ჰყვება, ვისი იდეა იყო ისტორიული გამარჯვების ზეიმზე შეძახილები - "აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა!", რომელმაც გამარჯვების მუხტი გააათმაგა.
გაიცანით, დევნილობაში გაზრდილი, 31 წლის ფეხბურთელი, რომელმაც პირველი გოლი, ფაიფურის დევნილთა დასახლებაში გაიტანა.
"შაბათის ეთერმა" ჩაწერა, კვეკვესკირის პირველი მწვრთნელიც და პირველი მასწავლებელი.
მოუსმინეთ ბავშვებს და პედაგოგებს, რომლებიც მიზანდასახული კვეკვესკირით ამაყობენ.
"იატაკზე ვიწექით, სად იყო ჩვენ დროს ლოგინი"- ყვებიან გამარჯვების გოლის ავტორის ახლობლები.