"ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენზე მორგებული ტენდერი - აუდიტი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს
"ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენზე მორგებული ტენდერი - აუდიტის სამსახური ახალ სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფომ 120 ათასი ამერიკული დოლარი მხოლოდ იმიტომ იზარალა, რომ ტენდერი გიორგი კანდელაკს მოაგებინეს. ყოფილ მოკრივეს "ოცნებამ" გორში დევნილებისთვის გადასაცემი ბინები ააშენებინა.
რაში სჭირდებოდათ კანდელაკის გულის მოგება? ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაციით, კანდელაკი ივანიშვილის პარტიას ყველა არჩევნებზე ეხმარება.
გიორგი კანდელაკმა და მისმა პარტნიორებმა ასი ათასობით ლარით აზარალეს სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც აუდიტის სამსახურმა დაასკვნა კიდეც და დღეს ჩვენ ვხედავთ აუდიტის სამსახური მოხსენებაში. გიორგი კანდელაკიც და მისი პარტნიორებიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვლთან, უჩა მამაცაშვილთან არიან ახლო კავშირში და ჩვენ ვნახულობთ ხოლმე, რომ არჩევბენში "ქართულ ოცნებას" უგროვებენ ისინი ხმებს და ყველანაირ კანონდარღვევას მიმარტავენ ხოლმე რაც შეეხება ამომრჩევლი მოსყიდვას, დაშინებას თუ სხვადასხვა ხერხებს, - ამბობს ენმ-ს წევრი ვასილისა ჯაბახიძე.